png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

5 ივლისის საქმეზე, პირველი არხის ოპერატორზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა

  • სამართალი
  • 08.05.2023
  • 19:36
5 ივლისის საქმეზე, პირველი არხის ოპერატორზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე მსჯავრდებულ პირებს ძალადობაზე შეფარდებული სასჯელი დაუმძიმდათ და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. სასამართლომ ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი შვიდი ბრალდებულიდან ორ ბრალდებულს დაუმძიმდა ბრალდება. მათ შეეფარდათ სასჯელის სახედ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმე ეხება ილია თვალიაშვილის ეპიზოდს, სადაც წარმოდგენილ ორ მსჯავრდებულს შეფარდებული ჰქონდა ერთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და გამოიკვლია აღნიშნული მტკიცებულება, ბრალდების მხარემ შესაბამისი სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე მოითხოვა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი ზემოთ აღნიშნული პირები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და თითოეულ მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ერთ-ერთი პირი, გიორგი მაღრაძე, რომლიც იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში, ადგილზე დააკავეს, ხოლო მეორე პირი გიორგი წარუაშვილი არ გამოცხადდა და მის მიმართ გატარდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები“,- განაცხადა საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდზე კიდევ ხუთი მსჯავრდებული პირის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დაუტოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge