png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

Green Gardens-ი საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში 16 ვილას აშენებს

  • ბიზნესი
  • 08.05.2023
  • 11:36
Green Gardens-ი საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში 16 ვილას აშენებს

საქართველოს ბანკი დეველოპერული და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, Green Gardens-ი ბათუმში 3 580 კვ.მ. ფართობზე 16 ვილას აშენებს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 2 მილიონი აშშ დოლარია.

Green Gardens Batumi, რომელიც სტარტაპ დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს, ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. აღნიშნული პროექტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

„ჩვენი კომპანია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში, მშვიდ, წყნარ და გამწვანებულ უბანში 16 ვილას აშენებს. გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გვიწყობს ჩაფიქრებული კონცეფციის შესრულებაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის დასახელებაც - Green Gardens Batumi. გვინდა მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, პრემიუმ კლასის ვილებში დასახლდნენ, იცხოვრონ მწვანე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, საიდანაც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან  სულ რაღაც 5-10 წუთის სავალზე იქნებიან. პროექტში გათვალისწინებულია ორი ტიპის - ორ სართულიანი და სამ სართულიანი ვილები, რომლებსაც იზოლირებული ეზო, ინდივიდუალური პარკინგი, საერთო სარგებლობის აუზი და საბავშვო ზონა ექნებათ. მწვანე გარემოსთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო მასალების კუთხით სრულად ენერგოეფექტურ მასალას ვიყენებთ, რადგან სხვადასხვა ენერგომატარებლის სამომავლო მოხმარება კიდევ უფრო შევამციროთ.

რაც შეეხება საქართველოს ბანკთან პარტნიორობას, მათთან თანამშრომლობა მაშინვე დავიწყეთ როგორც კი პროექტის კონცეფცია გაჩნდა. ბანკის გუნდი პირველივე დღიდან აქტიურად გვგულშემატკივრობდა და სრული ნდობა გამოგვიცხადა პროექტის აქტიურ ფაზაში გადასაყვანად. ამის შედეგად წარმატებული თანამშრომლობაც შედგა, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ დიასამიძე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ისეთ მზარდ კომპანიებს, როგორიც Green Gardens Batumi-ა, რადგან კომპანიის წარმომადგენლები არ უშინდებიან გამოწვევებს და განსხვავებული კონცეფციის პროექტს გვთავაზობენ. რაც მთავარია, პროექტი მწვანე გარემოში და ენერგოეფექტური მასალებით შენდება, რაც მომხმარებლისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს. კომპანია არსებული პროექტის მიმდებარედ განსავითარებელ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამომავლოდ უკვე შემდეგი ფაზის ჩაშვებასაც განიხილავს. ეს კი არა მხოლოდ აჭარის რეგიონს, არამედ ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან პროექტი განსაკუთრებული კონცეფციიდან გამომდინარე მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge