png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგი“ და „მაზდა ცენტრი თეგეტა“ Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან

  • საზოგადოება
  • 03.05.2023
  • 18:10
„თეგეტა ჰოლდინგი“ და „მაზდა ცენტრი თეგეტა“ Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან

ერთი მიზნით, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, „თეგეტა ჰოლდინგი“ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას წელსაც უერთდება. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში ერთვება მისიით - საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დამარცხებაში. ავტოინდუსტრიის ლიდერი, თავისსავე ჰოლდინგში შემავალ კომპანიასთან „მაზდა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად, მეათე საიუბილეო რბენის მონაწილე და პარტნიორია.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „წელს უკვე მერვედ ვმონაწილეობთ მსოფლიო მარათონში Wings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს ერთსა და იმავე დროს ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვახარებს, რომ წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა მარათონში მონაწილეობის სურვილი - კახეთში კვირას, 7 მაისს თეგეტას 200-ამდე თანამშრომელი ირბენს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. წელს მარათონში თეგეტას შვილობილი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტაც“ უფრო აქტიურად ჩაერთო და, მონაწილეობის გარდა, ჩვენთან ერთად, ღონისძიების პარტნიორიცაა“.

საქველმოქმედო მარათონი, სამწლიანი პაუზის შემდეგ,  ისევ კახეთში ბრუნდება. 7 მაისს, 15 საათიდან, ათასობით მონაწილე ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ შეიკრიბება და მძიმე დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად სტარტს აიღებს. ზუსტად 30 წუთში კი ფინიშის მანქანა მათი გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება.

წელს საფინიშო მანქანის ფუნქციას  Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელები შეასრულებენ, რომელთა ოფიციალური დილერი საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. კომპანია Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. მის თანამშრომლებს კი უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო რბენას. თუმცა ამჯერად უფრო აქტიურად ჩავერთეთ მარათონში და Wings for Life World Run-ის პარტნიორები გავხდით. რა თქმა უნდა, ადამიანების დახმარება და ამასთანავე, ჯანსაღი ცხოვრების წესი „მაზდა ცენტრი თეგეტასათვის“ მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ამ მე-10 საიუბილეო წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილე შეუერთდება საერთაშორისო ღონისძიებას და ერთად შევძლებთ მეტი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სამედიცინო კვლევების დაფინანსებას“.

Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია.  შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge