png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქარველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“, მეღვინეობა „ამბრა“ ჩაერთო

  • ბიზნესი
  • 26.04.2023
  • 10:26
საქარველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“, მეღვინეობა „ამბრა“ ჩაერთო

საქართველოს ბანკი საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტს ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო  ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 70-მა კომპანიამ შეძლო ბიზნესის გაციფრულება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ამბრა“.

კომპანია „ამბრა“ 2020 წელს, რაჭაში დაფუძნდა. ის ენდემურ რაჭულ, ლეჩხუმურ და იმერულ ღვინოებს აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაშია 2 ჰა ვენახი ხვანჭკარის მიკრო ზონაში. მეღვინეობა „ამბრა“ ჯამში 13 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა ვაშლის ცქრიალა ღვინოც.

„კომპანია ყოველთვის თამამად ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჯიშზე და ტექნოლოგიაზე. 2022 წელს  შეიქმნა ვაშლის პეტნატი, რომელიც დამზადებულია რაჭის მთებში დაკრეფილი ველური ვაშლისგან, ეს კი ღვინოს განუმეორებელ თვისებებს სძენს. კომპანია მომხმარებელთან ყოველთვის ემოციურ ბმაშია და ვიზიარებთ მათ აზრს. ვცდილობთ პროდუქტი იყოს მორგებული მომხმარებელზე და არა პირიქით. „ამბრა“ საქართველოს ბაზარზე მალევე გახდა პოპულარული და კომპანია წელიწადში უკვე 20 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ჩვენი პროდუქტი გარდა ადგილობივი ბაზრისა, ევროპის 4 ქვეყანაში, ჩინეთში, იაპონიაში და ამერიკაში იყიდება. „ამბრა“ არის პირველი კომპანია რაჭიდან, რომელმაც მოახერხა  ამერიკის ბაზარზე 13 სახეობის რაჭული და იმერული ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ღვინის შეტანა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ბიზნესის გაციფრულება წარმოადგენდა, რადგან კომპანიის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად მოწესრიგებული ვებგვერდი აჩენს მეტ ნდობას და ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად გეხმარება. პროექტის ფარგლებში დამზადებულმა ვებგვერდმა კომპანიას შეუმცირა ხარჯები, გაზარდა ბრენდის ცნობადობა და დღეს ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მარტივად მიიღოს ვებგვერდიდან ჩვენი კოპანიისა თუ პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია“, - აღნიშნავს კომპანია „ამბრას“ დამფუძნებელი, აკაკი სირაძე.

ინფორმაციისთვის, პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS  და MR ქულებით გადახდა და სხვა)  ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურთ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge