png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ცნობილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი „ახალ საირმეში“ მასტერკლასებს მართავს

  • ბიზნესი
  • 20.04.2023
  • 19:36
ცნობილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი „ახალ საირმეში“ მასტერკლასებს მართავს

სასტუმრო „ახალ საირმეში“ შეფმზარეულების გადამზადების ინტენსიური კურსები მიმდინარეობს. გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი 18 აპრილს დაიწყო და 22 აპრილამდე გასტანს. სემინარებში მოქმედი მზარეულები და შეფები მონაწილეობენ.

ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს მოიცავს და მონაწილეები შეისწავლიან: ანტიპასტის, პასტის, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკებს.

 

 

 ჯოვანი ტუჩი, გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი: „საირმეში უკვე მეორედ ჩამოვედი და მოხიბლული ვარ კურორტით, რომელსაც არაჩვეულებრივი ბუნება აქვს. ჩემთვის, როგორც იტალიური სამზარეულოს მეტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა შეფია დაინტერესებული იტალიური სამზარეულოთი. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, იტალიური კერძების მომზადების ტექნიკები გავუზიარო მათ. უკვე ჩავატარეთ 2 მასტერკლასი, სადაც სტარტერებისა და ხელნაკეთი პასტის მომზადების ტექნიკები გავიარეთ. წინ კიდევ 2 შეხვედრა გვაქვს, რომლებიც ხორცისა და თევზის კერძების მომზადებას დაეთმობა. ბოლო დღეს კი ტრადიციულ იტალიურ ტკბილეულს დავამზადებთ, რომელიც იტალიის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. ვხედავ, რომ მსმენელები ძალიან მოტივირებული და დაინტერესებული არიან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მუშაობის პროცესს“.

„ახალ საირმეში“ მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების მასტერკლასები 29 აპრილამდე გაგრძელდება. 27-29 აპრილი მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის - მატეო სივეროს მასტერკლასს დაეთმობა.

პროექტს „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონიდან 15 შეფი გადამზადდება.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებას ემსახურება. მიშლენის შეფების მასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ინდუსტრიის განვითარებისთვის. ეს არის ინტენსიური კურსები მოქმედი მზარეულებისა და შეფებისთვის, რომლებსაც იტალიური სამზარეულოს მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების შეძენა სურთ. საქართველოსთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფები მართავენ ტრენინგებს და ვფიქრობ, ეს მონაწილეებისთვის დიდი მოტივაციაა“.

ჯოვანი ტუჩის ტრენინგების შემდეგ, 27-29 აპრილს, „ახალ საირმეში“ მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი ჩამოვა. მატეო სივეროს მასტერკლასი მოიცავს: თანამედროვე და კლასიკური იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს, მოლეკულური სამზარეულოს მასტერკლასებსა და ვახშმის მომზადებას.

„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.

სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.

მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge