png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოსაწყობად ემზადება

  • მსოფლიო
  • 19.04.2023
  • 12:21
რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოსაწყობად ემზადება

დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთობლივი გამოძიების თანახმად,  რუსეთის სადაზვერვო ხომალდები, სავარაუდოდ, ბალტიისა და ჩრდილოეთ ზღვებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების საბოტაჟის მოწყობის გეგმაზე მუშაობენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელებისა და ექსპერტების მონაცემებით, რუსეთი - დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის გარშემო წყლებში ახორციელებს ენერგეტიკის ობიექტების რუკების შედგენას.

ჩრდილოეთის წყლებში უამრავი რუსული „ხომალდი-მოჩვენება“ დაცურავს გამორთული AIS -ის გადამცემებით, რომლებიც გემების გადაადგილებას იტყობინებიან. ჟურნალისტებმა შეიწავლეს მილიონობით AIS-ის სიგნალი, რომლებიც გაიგზავნა გემებით ღია მონაცემების მეშვეობით, რათა მოეძებნათ რუსული ხომალდები ცურვის საეჭვო სქემებით.

ერთ-ერთი ასეთია რუსეთის საზღვაო ფლოტის ხომალდი „ადმირალი ვლადმირისკი“, რომელიც თითქოს დაკავებულია საზღვაო კვლევებით, თუმცა ასევე გამოიყენება სადაზვერვო სამუშაოებისთვის.

მისი გადაადგილება შეიარაღებულ ადამიანებთან ერთად ჟურნალისტების კამერებმა დააფიქსირეს, რომლებმაც ხომალდთან მიცურვა მოახერხეს.

 „ხომალდის მარშრუტი მდებარეობდა არსებული და მომავალი ოფშორული ქარის ელექტროსადგურების ახლოს, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჩერდებოდა... მზვერავებისა და ექსპერტების შეფასებით, „ადმირალ ვლადიმირსკის“ მისია ჩვენს წყლებში იყო დივერსიების მომზადება, რათა რუსეთს შესაძლებელობა მისცემოდა მოეხდინა ენერგომომარაგების პარალიზება, მათ შორის ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.

დასავლეთის დაზვერვის წყაროს თქმით, ეს რუსთის სამზადისის ნაწილია „ნატო-სთან დიდი ომისთვის“.

 შემოდგომაზე რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნეს საზღვაო ქარის ელექტროსადგურებისა და სხვა კრიტიკული ობიექტების სიახლოვეს ბელგიასთან და ნიდერლანდებთან. ექსპერტების აზრით, ამ მარშრუტის შესრულებისას „ადმირალ ვლადიმირისკის“ სავარაუდოდ, რუკაზე გადაჰქონდა ზღვის ფსკერზე და საზღვაო ქარის ელექტროსადგურებზე მოთავსებული ელექტროსადენები.

გამოძიების თანახმად, „ადმირალი ვლადიმირსკი“ ერთადერთი „ხომალდი-მოჩვენება არ არის. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს 50 რუსული გემი, რომლებიც დაცურავდნენ საეჭვო მარშრუტებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველა ეს ხომალდი ასრულებდა გარკვეულ მისიებს (საზღვაო ნაღმების განთავსება, რუკაზე მილსადენების, კავშირგაბმულობის სადენების გადატანა და სხვა).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge