png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „ტენეს“ ეკომეგობართა ჩამონათვალს შეუერთდა

  • საზოგადოება
  • 18.04.2023
  • 16:45
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „ტენეს“ ეკომეგობართა ჩამონათვალს შეუერთდა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „ტენეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიაში შეგროვებული ნარჩენი „ტენეს“ დახმარებით ახალ ფუნქციას შეიძენს. 

თანამშრომლობის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა შეგროვდება. ნარჩენი გარემოში აღარ მოხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე  „ტენე“ იზრუნებს. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „ტენესთან“ დამეგობრებით ჩვენს წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის პროცესში. ეკოლოგიაზე ზრუნვა ის საერთო ღირებულებაა, რამაც ჩვენი კომპანიები გააერთიანა. ეს  „ტოიოტასთვის“ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იაპონური მწარმოებლის მიზანია, 2050 წლისთვის მის მიერ წარმოებულ ყველა მოდელს ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს. ცხადია, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სრულად იზიარებს და მიჰყვება ამ დიდი პროექტის კონცეფციას. ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას, რაც ჩვენს მიზნებს, ვიყოთ ეკომეგობრული კომპანია, წარმატებით პასუხობს. მაგალითად, აჯამეთის აღკვეთილში, ჩვენს მომხმარებელთან ერთად, გადაშენების პირას მყოფი მუხის 1000 ნერგი დავრგეთ, ხშირად ვერთვებით დასუფთავების აქციებშიც. იმედი გვაქვს, ახლა „ტენესთან“ თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვას საერთო ძალისხმევით უფრო ეფექტურად შევძლებთ“.

 

 

„ტენე“ ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის მეორადი მოხმარების პლასტმასას, უმეტესად ბოთლის თავსახურებს იყენებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ, ერთი მხრივ, ნარჩენების შეგროვებით და, მეორე მხრივ, მათგან ახალი პროდუქტის დამზადებით ორმაგად სასარგებლო საქმე კეთდება. ამ პროცესს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და კომპანია უერთდება. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“.

სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი: „კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენთან ერთად აქტიურად ერთვებიან პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროცესში, ინტენსიურად იზრდება. „ტენესთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაა“. ჩვენს ახალ პარტნიორს უკვე იცნობენ, როგორც კომპანიას, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა არა უბრალოდ განაცხადი, არამედ საქმიანობის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გადაწყვეტილება ბევრ სხვა კომპანიას წაახალისებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა და დაიწყონ მყარი ნარჩენის დანაწევრება და ჩაბარება“.

მწვანე ურნების განთავსება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „ტენეს“ პარტნიორობის პირველი ეტაპია. კომპანიები თანამშრომლობას სამომავლოდ სხვა ეკომეგობრულ პროექტებთან დაკავშირებითაც გეგმავენ.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge