png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

როგორ დაიშლება ქართული ოცნება?

  • პოლიტიკა
  • 10.03.2016
  • 11:49
როგორ დაიშლება ქართული ოცნება?

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები, თითქოსდა, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და არც 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებივით მოასწავებს (ყოველ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით წინაპირობები არ ჩანს) რევოლუციას, ნუ დავივიწყებთ მნიშვნელოვან გარემოებას: ორივე წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. მას მართავს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა, რომლის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. ამიტომაც, მმართველი ძალის ერთიანობას არა თუ დიდი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

ხიდაშელ–თოფაძის ცნობილი ინციდენტის შემდეგ, მმართველი ძალის ლიდერები წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებენ. უფრო სწორად, მათი განცხადებები იმდენად დიპლომატიური და ბუნდოვანია, რომ მართლა ძნელია მკაფიო აზრი გამოიტანო და გასცე პასუხი საკვანძო კითხვას: იქნებიან თუ არა «რესპუბლიკელები» კოალიციის შემადგენლობაში მომავალი არჩევნების დროს? ანუ, მარტივად: მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ამ არჩევნებში პარტია «ქართულ ოცნებასთან» ერთად?

ამაზე, ჯერ ჯერობით,  პასუხი არ არსებობს. თუმცა, ზოგიერთი დეტალი მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ანუ მისი უახლოესი გარემოცვა, რომელიც პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტშია კონსოლიდირებული, უკვე ცალ–ცალკე არჩევნებისკენ იხრება, რაც უეჭველად ნიშნავს რესპუბლიკელთა წასვლას ხელისუფლებიდან, რაკი ეს «ინტელექტუალთა კლუბი» საარჩევნო ბარიერს დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ გადალახავს. არც არასდროს გადაულახავს ცალკე და ვერც ახლა შეძლებს. თუ რატომ – სხვა საკითხია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ითვლება, რომ რესპუბლიკელები  ძალიან ძლიერ ბერკეტებს ფლობენ ხელისუფლებაში. ასახელებენ მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ა.შ.  მაგრამ დავსვათ კითხვა: რას წყვეტენ  თავდაცვის, გარემოს დაცვისა და შერიგების მინისტრები? არაფერს!

პარლამენტის თავმჯდომარე, ფორმალურად, მეორე პირია ქვეყანაში, მაგრამ რეალურად, იგი მხოლოდ სპიკერია და უმრავლესობის გარეშე სრულიად უძლური შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკულ ვითარებაში.

გაგრძელება იხილეთ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge