png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს „ახალ საირმეში“ მიშლენის შეფი ჩაატარებს

  • ბიზნესი
  • 13.04.2023
  • 17:10
იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს „ახალ საირმეში“ მიშლენის შეფი ჩაატარებს

„ახალი საირმე“ 18-იდან 29 აპრილის ჩათვლით შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსებს უმასპინძლებს. პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს.

მასტერკლასები აგებულია იტალიურ სამზარეულოზე და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მოქმედ მზარეულებსა და შეფებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძების მომზადების ტექნიკები და გაიღრმაონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „ესაა ინტენსიური კურსები იმ მოქმედი მზარეულებისა და შეფებისთვის, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების შეძენა სურთ. ბევრი ამზადებს პიცას, პასტას, რავიოლის, მაკარონს, მაგრამ, რომ გადავხედავთ, თითქმის ყველა იუთუბიდან აღებული რეცეპტითა და მომზადების ტექნიკით ხელმძღვანელობს. ჩვენ კი ავთენტიკურ კერძებს შევთავაზებთ  ამ საქმის მეტრებისგან“.

 

„ახალ საირმეში“ 27-29 აპრილი მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის - მატეო სივეროს მასტერკლასს დაეთმობა, რომელიც მოიცავს: თანამედროვე და კლასიკური იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს, მოლეკულური სამზარეულოს მასტერკლასებსა და ვახშმის მომზადებას.

 

18-22 აპრილს გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ის პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის - ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი გაიმართება, რომელიც მოიცავს: ანტიპასტას, პასტას, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკების შესწავლას.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მაღალი ეშელონის ვეტერანი იტალიური სამზარეულოდან და ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მიშლენის ვარსკვლავი 18 წლის ასაკში მიიღო. ეს ყველაფერი ერთად არის გამოცდილება და მოტივაცია, რომელსაც მოწვეული პროფესიონალები, კერძების ცოდნასთან ერთად, გაუზიარებენ ქართველ შეფებს.

ორივე მათგანი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ორივე შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე. გარდა ამისა, გამოცდილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი „ახალი საირმის“ სამზარეულოს განვითარებაზე თავადაც მუშაობდა, კახა ციკოლიასთან ერთად, რაც კიდევ უფრო ოჯახურ გარემოს უქმნის მთელ ამ პროცესს.

ჩვენი სურვილია, ქართულმა სამზარეულომ საერთაშორისო მოთხოვნებს უპასუხოს, ამა თუ იმ ქვეყნის კერძები სწორი ფორმით მოხვდეს საქართველოს რესტორნების მენიუში, იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, თავი დაიმკვიდრონ მაღალ ქართულ გასტრონომიაში“.

 

მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის, მზარეულებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს „ახალი საირმის“ შეფი კახა ციკოლია, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. გურამ ბაღდოშვილი კი თეორიულ ნაწილს გაუძღვება.

პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით გადამზადდება 15 შეფი იმერეთის რეგიონიდან. საქართველოს მასშტაბით, სხვა დაინტერესებული შეფებისთვის კი მიღება უკვე გამოცხადებულია. შესაძლებელია როგორც ცალკეული შეფების მასტერკლასების, ისე სრული კურსის გავლა. დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა „ახალი საირმისა“ და „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ სოციალური ქსელების დახმარებით არის შესაძლებელი.

„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია” 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი არიან. 2020 წელს აკადემიამ  სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.

სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და როგორც ქართველი ისე უცხოელი ინსტრუქტორების ჩართულობით ხორციელდება.

2020 წელს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ, შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „სასტუმროს ოთახების მართვა“.

მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge