png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირი და გაერო მოითხოვენ პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებიც უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდნენ

  • მსოფლიო
  • 12.04.2023
  • 19:03
ევროკავშირი და გაერო მოითხოვენ პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებიც უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდნენ

ევროკავშირი აცხადებს, რომ პასუხისგებაში მიეცემიან ის პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან უკრაინაში ომის დანაშაულებში. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა ვიდეოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედრო ტყვის თავის მოკვეთის კადრები.

შოკისმომგვრელ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, უკვე  მოჰყვა კიევის რეაქცია: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ სისასტიკეზე რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა მსოფლიო ლიდერმა, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ “ამ ურჩხულებს მიწიდან ამოთხრიან“.

ევროკავშირის პრეს-სპიკერის ნაბილა მასრალის თქმით, თუ აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს იქნება რუსეთის აგრესიის არაადამიანურობის კიდევ ერთი მტკიცებულება.

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს, რომ „შეძრულია შემაძრწუნებელი ვიდეოთი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა“.

ინტერნეტში გავრცელდა ორი შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს როგორ კვეთენ თავს უკრაინელ სამხედრო ტყვეს.

სასტიკი მკვლელობის ავტორები, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები არიან. ერთ ვიდეოში ჩანს სიკვდილით დასჯის კადრები, მეორე ჩანაწერში კი ორი უკრაინელი ჯარისკაცის დასახიჩრებული ცხედარი.

გაეროს მისიაში განაცხადეს, რომ ეს სავარაუდო ანგარიშსწორება არ არის ერთი შემთხვევა: ორგანიზაციამ მანამდეც დააფიქსირა საერათაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები, მათ შორის სამხედრო ტყვეების მიმართ.

„ბოლო ინციდენტები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, დამანშავეები კი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლში განაცხადეს, რომ ვიდეო შემაძრწუნებელია, თუმცა დასკვნების გამოტანამდე აუცილებელია დადგინდეს ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა.

„იმ ყალბ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს კადრები გადამოწმებას საჭიროებს,“ - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge