png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციი გენერალურ დირექტორს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 10.03.2016
  • 11:33
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციი გენერალურ დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ელიზაბეტ ლითლფილდს შეხვდა. მხარეებმა OPIC–ის საქმიანობა საქართველოში წარმატებით შეაფასეს. აღინიშნა, რომ OPIC–ის დახმარებით, რომლის საინვესტიციო პორტფელი ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, დაფინანსდა 50-ზე მეტი პროექტი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

,,შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ვიცე-პრემიერთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი სექტორები, სადაც საქართველოს სურს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ვისაუბრეთ ტურიზმზე, განახლებად ენერგიაზე, განათლებასა და ჯანდაცვის სექტორზე. ასევე ვისაუბრეთ OPIC-ის ძალიან დიდ და წარმატებულ გამოცდილებაზე საქართველოში ინვესტირების კუთხით. ჩვენ ინვესტირებული გვაქვს საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ სხვადასხვა პროექტში ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი. - დაწყებული თბილისში, „მარიოტის“ ქსელის სასტუროებიდან რძის პროდუქტების წარმოებითა და საუნივერსიტეტო პროექტებით დამთავრებული. ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციებს და ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი ინვესტირება მოვახდინოთ თქვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმ სექტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისა და გაძლიერებისთვის. რათა ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილების ზრდას, შექმნასა და რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,-‘’განაცხადა ელიზაბეტ ლითლფილდმა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, განახლებად ენერგიაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში.

შეხვედრაზე საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ელიზაბეტ ლითლფილდს მადლობა გადაუხადა ყველა იმ წარმატებული პროექტისთვის, რომლებიც OPIC–ის დახმარებით განხორციელდა საქართველოში. ამასთან, მან ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, მის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით და OPIC–ის გენერალურ დირექტორს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში OPIC-იც ჩაერთვება.

შეხვედრის პარალელურად, OPIC–ის ოფისში აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერილი წარმატებული საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქცია, მათ შორის, ღვინო და რძის პროდუქტები.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge