png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით რუსთავში სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 12.04.2023
  • 12:12
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით რუსთავში სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესთან პარტნიორობის ფარგლებში სამშენებლო მიმართულების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია „პალატი 2022“-მა რუსთავში ახალი საწარმო  გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 10 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ახალი საწარმო 3 800 კვ.მ. ფართობზე განთავსდა. საწარმოში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები მზადდება.

„ჩვენი კომპანია 2022 წელს დაარსდა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი საწარმოს გახსნა შევძელით. 2023 წლის იანვრიდან უკვე ექსპორტზეც გავედით. დღეის მდომარეობით ჩვენი სამშენებლო მასალები ამერიკაში, საუდის არაბეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ლატვიაში იგზავნება. ამის შედეგად უკვე საკმაოდ ბევრი, ლოიალური მომხარებელი შევიძინეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, გიორგი ნატროშვილი.

„ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა. კომპანია „პალატი 2022“ საქართველოს ბანკთან პირველივე დღიდან თანამშრომლობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არც ისე დიდი ხნის შექმნილია, მან უკვე შეძლო ექსპორტზე გასვლა, რაც მის წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს. კომპანიაში 170-ზე მეტი ადამიანია უკვე დასაქმებული და სულ მალე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.  კომპანია ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. „პალატი 2022“ გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ სამშენებლო მასალის წარმოების გაფართოებასაც გეგმავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო გერგედავა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge