png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით თბილისში Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 11.04.2023
  • 10:49
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით თბილისში Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც კერძო სექტორთან პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით თბილისში, სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის -  Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა.

„ლიდერ სისტემი“ - ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოს ტერიოტორიაზე Polo Ralph Lauren-ისგან ბრენდის ექსლუზიური წარმომადგენლის უფლებას ფლობს. ის არის “პან ეუროიან ფეშენ ჯგუფის“ წევრი, რომელიც  წლებია უკვე თბილისში სხვადასხვა ცნობილი ტანსაცმლის ბრენდებს წარმოადგენს. ესენია: თავისუფლების მოედანზე მდებარე ბრენდი Burberry, New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი და სხვა.

„უკვე 12 წელია რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საბურთალოს „სითი მოლში“, ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდ - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გავხსენით, რომელიც 165 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს გლდანის „სითი მოლში“ New Yorker-ის კიდევ ერთ მაღაზიას გავხსნით, სადაც დამატებით კიდევ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ნინი ხულელიძე.

„კომპანია „ლიდერ სისტემი“ გახსნის დღიდან ჩვენი პარტნიორია. ის ყოველწლიურად იზრდება და მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს. ახლახანს კომპანიამ ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის მაღაზია გახსნა. წელს ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი მაღაზიის მოწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ყოველწლიურად ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მხრივ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge