png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბახმუტში ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა, ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება

  • მსოფლიო
  • 11.04.2023
  • 00:42
ბახმუტში ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა, ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, როგორც იუწყებიან, აქ ფრონტის ხაზი თანდათან დასავლეთისკენ მიიწევს.

უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის არმიას უპირატესობა არ აქვს ქვეითებში, ქალაქის ქუჩები ბრძოლის დროს ხელიდან ხელში გადადის, რუსებმა ქალაქთან საარტილერიო სისტემები განალაგეს.

ამის გარდა, ჟდანოვის თქმით, ამ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს 98-ე სადესანტო დივიზიაც.

„ის აქტიურად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში. ის თავის მოქმედებებს კოორდინაციას უწევს „ვაგნერელებთან“. ისინი ცდილობენ დისტანციური ზიანი მიაყენონ ჩვენს ჯარს, შემდეგ კი უტევემ ჩვენს პოზიციებს. ვითარება ძალიან რთულია და კრიტიკულ ზღვარზეა“, - განაცხადა ჟდანოვმა.

უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათი პოზიციები ბახმუტის გარშემო მასირებულად იბომბება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, რუსეთის ძალები ამავდროულად უტევენ ოთხი მიმართულებით - მარინკის, ლიმანის, ავდიივკისა და ბახმუტის.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ ავდიივკაში დარჩენილია მხოლოდ 1 800 მცხოვრები.

ავდიივკა ერთ-ერთი უკაინული ქალაქია აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც ყველაზე ძალიან დაზარალდა. დონეცკის ოლქის გუბერნატორის პაველ კირილენკოს თქმით, რუსებმა ავდიივკა ნანგრევებად აქციეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge