png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი მეომრებისა და მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება - პრეზიდენტი უკრაინელებს

  • პოლიტიკა
  • 04.04.2023
  • 00:24
ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი მეომრებისა და მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება - პრეზიდენტი უკრაინელებს

საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში, რომელიც კათედრალის მოედანზე ბუჩაში, ირპინში, ბოროდენკოსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთა პატივისაცემად ჩატარდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე: უკრაინის ელჩმა ლიეტუვაში პეტრო ბეშტამ, აშშ-ის ელჩმა ლიეტუვაში რობერტ გილკრისტმა, შვედეთის ელჩმა ლიტვაში ინგერ ბაქსტონმა, ვილნიუსის მერმა რობერტას დუჩნევიჩმა.

,,მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ მსურდა ეს მომენტი თქვენთან ერთად გამეზიარებინა და თქვენამდე მომეტანა ქართველი ხალხის სოლიდარობა. 

რამდენიმე დღის წინ, სხვა ლიდერებთან ერთად, ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში დისტანციურად მივიღე მონაწილეობა, რადგან იმ დროს საპარლამენტო გამოსვლა მქონდა, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ბუჩას ტრაგედიაში დაღუპულების ხსოვნას, რომელიც ყველა იმ ტრაგედიის სიმბოლოა, რასაც  დღეს უკრაინა განიცდის. 

მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ, ლიეტუვაში ყოფნისას ისაა, რომ ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრიანისა და საქართველოს მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამოცდილება. 

ევროპაში მრავალი ადამიანი იმეორებს, რომ თქვენ ჩვენი მომავლისა და  ჩვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და თქვენი მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც  ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას.  

დიდება უკრაინას!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ლიეტუვაში ამ ეტაპზე მცხოვრები უკრაინელები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge