png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო - ISW

  • მსოფლიო
  • 03.04.2023
  • 10:52
ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო - ISW

ომის შემსწავლელ ინსტიტუტში( ISW) აცხადებენ, რომ რუსი პროპაგანდისტის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობასთან, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ რუსეთის შიგნით არსებულ ძალებს.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებაზე, რომ ვერ დაადანაშაულებდა „კიევის რეჟიმს“ ვლადლენ ტატარსკისა და ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის - დარიას მკვლელობაში. (დარია მოსკოვთან ახლოს, აგვისტოში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა).

„ტატარსკის მკვლელობა პრიგოჟინის ბარში, სავარაუდოდ, წარმოადგენს იმ დიდი ტენდენციის ნაწილს, რომლის მიზანია რუსეთის შიგნით კონფლიქტის ესკალაცია პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ მონაწილეობით“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პროპაგანდისტის მკვლელობა, „სავარაუდოდ, პრიგოჟინის გაფრთხილებაა, რომელიც სულ უფრო ხშირად ეჭვქვეშ აყენებს კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ თეზისებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ბუდოვნადაც კი მიანიშებს პრეზიდენტის პოსტისადმი ინტერსესს პუტინის ან მისი მემკვიდრის კონკურენტის სახით“.

ინსტიტუტში ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება, სავარაუოდ, ცდილობს გამოიყენოს ტატარსკის მკვლელობა, რათა გააძლიეროს თვითცენზურა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინაში რუსეთის წარმატებებს.

„ეს მკვლელობა აღრმავებს რუს სამხერო ბლოგერებს შორის არსებულ განხეთქილებას, რაც შესაძლოა, ხელს აძლევდეს კრემლს გააძლიეროს კონტროლი საინფორმაციო სივრცეზე“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

გუშინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge