png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსული ტერორის გაჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა, სხვა გზა არ არის და არც იქნება - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 02.04.2023
  • 21:59
რუსული ტერორის გაჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა, სხვა გზა არ არის და არც იქნება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ კონსტანტინოვკის დაბომბვას ეხმიანება, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსული ტერორის გაჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა.

„რუსული ტერორის გაჩერების ერთადერთი გზა არსებობს, იმისთვის, რომ დაუბრუნდეს უსაფრთხოება ყველა ჩვენს ქალაქს და დასახლებას  სუმის ოლქიდან დონბასამდე, ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე. ეს არის გზა -  უკრაინის სამხედრო გამარჯვებისა. არანაირი სხვა გზა არ არის და არ იქნება.  

ბოროტი სახელმწიფო, რომლისთვისაც ნორმად იქცა „ურაგანებით“ დაარტყას საცხოვრებელ სახლებს, ქალაქებს ესროლოს С-300, ცეცხლი გაუხნას ჩვეულებრივ სოფლებს, ადამიანებს... ეს ბოროტი სახელმწიფო უნდა დავამარცხოთ. რაშიზმმა უნდა განიცადოს ყველანაირი მარცხი: სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაიღუპა 6 ადამიანი.

„დღეს რუსმა ტერორისტებმა ისევ დაარტყეს დონეცკის ოლქის ქალაქ კოსნტანტინოვკას. საცხოვრებელ უბნებს, ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, სამი ქალი და სამი კაცი. უბრალო ადამიანები დონბასის უბრალო ქალაქიდან.... კიდევ 11 ადამიანი დაიჭრა. რუსეთმა კონსტანტინოვკის წინააღმდეგ გამოიყენება С-300 ტიპის რაკეტები და „ურაგანის“ ზალპური ცეცხლის სისტემები.

ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ 2 აპრილს რუსი ოკუპანტებისგან კიევის ოლქის გათავისუფლების წლისთავია.

„2 აპრილს კიევის ოლქიდან გაიქცა ბოლო ოკუპანტი. დადგება, დღე, როდესაც ვიტყვით: ბოლო ოკუპანტი გაიქცა ან მოკლულია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის ოლქებში და მთელს ჩვენს სამხრეთში. თავისუფალი და კვლავ უსაფრთხო იქნება ყირიმიც“, უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს,“- განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge