png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირმა ქავთარაძე: „ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული“

  • ეკონომიკა
  • 30.09.2015
  • 16:50
ირმა ქავთარაძე: „ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული“

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შედეგები დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ გააცნო. მისი განცხადებით,  მიუხედავად რეგიონში არსებული რთული  ეკონომიკური სიტუაციისა, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს გაცილებით უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული. „2015 წლის აგვისტოს თვეში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდამ, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით,  2.3% შეადგინა, ხოლო  2015 წლის პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის ეკონომიკური ზრდის შენელება, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც კი“- აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა,  წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 8.6%-ით აღემატება და 4,542.2 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მეორე კვარტალში ზრდა არის დაფიქსირებული შემდეგ სექტორებში: მშენებლობა - 14.5%; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 12.7%; საფინანსო საქმიანობა -  10.6%; სასტუმროები და რესტორნები - 7.3%, ოპერაციები უძრავი ქონებით, კავშირგაბმულობა,  განათლება და ა.შ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ 2015 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის გაზრდილი 16%-ით (1 800 000 ლარი)და აჭარბებს 12 800 000 ლარს.

 

„რაც  შეეხება ბრუნვას საწარმოთა ზომის მიხედვით: მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 10, 7 %-ით,  ეს არის მილიარდ ლარზე მეტით ზრდა. საშუალო საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 68,6 %-ით  - ზრდა გვაქვს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. მცირე საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 28%-ით და შეადგენს 1 319 000 ლარს“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ და ხაზი გაუსვა იმ გარეომებას, რომ  რომ ბიზნეს-სექტორის ბრუნვა ძალიან ბევრ სექტორში გაზრდილია თითქმის ორნიშნა მაჩვენებლებით.  „ეს გახლავთ, მაგალითად, სამთომოპოვებითი მრეწეველობა, სადაც ზრდა არის 92%, ასევე ორნიშნა ზრდა არის საქმიანობის თითქმის ყველა სახეობაში, მაგალითად, ეს არის სოფლის მეურნეობა (36%), სასტუმროები და რესტორნები (31%), ოპერაციები უძრავი ქონებით (28%) და ა.შ.“- აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge