png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთში, კაცს, რომლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, რუსული არმიის „დისკრედიტაციისათვის“ ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა

  • მსოფლიო
  • 28.03.2023
  • 17:47
რუსეთში, კაცს, რომლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, რუსული არმიის „დისკრედიტაციისათვის“ ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში ტულის ოლქის ეფრემოვის სასამართლომ ალექსეი მოსკალევს, რომლის ქალიშვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, რუსული არმიის „დისკრედიტაციისათვის“ ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ინფორმაციას რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ინტერნეტ-გამოცემა „მედიაზონა“ ავრცელებს.

მოსკალევი განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა, რადგან სასაამრთლოს პრესმდივნის თქმით, ის ღამით შინაპატიმრობიდან გაიქცა. აღნიშნულ ინფორმაციას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

გუშინ პროკურორმა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულისთვის ორწლიანი სასჯელი, სამი წლით ინტერნეტით სარგებლობის აკრძალვა და სახელმწიფოსთვის მოსკალევის კუთვნილი კომპიუტერის გადაცემა მოითხოვა.

ამასთან, მოსკალევს, რომელიც ქალიშვილს მარტო ზრდის, ედავებოდნენ სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკში“ ომის შესახებ პოსტების გამოქვეყნებას. მის წინააღმდეგ საქმე გასულ წელს მას შემდეგ აღძრეს, რაც გაზაფხულზე მისმა მეექვსეკლასელმა ქალიშვილმა სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა. მაშინ მოსკალევს შინაპტიმრობა მიუსაჯეს, გოგონა კი თავშესაფარში გადაიყვანეს.

მოსკალევმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კავშირი არ აქვს „ოდნოკლასნიკში“ პოსტების განთავსებასთან, კაცის თქმით, მისი გვერდი გატეხილია.

ამასთან, საბოლოო სიტყვაში მან დაადასტურა, რომ უარყოფითი აზრი აქვს უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ.

„თუ ახლა მკითხავთ აზრს, როგორი დამოკიდებულება მაქვს უკრაინაში „სპეცოპერაციის“ მიმართ, ვფიქრობ, რომ დარბაზში მყოფი ადამიანების 90 პროცენტი იტყვის, რომ ამის წინააღმდეგნი არიან და მე დავეთანხმები მათ. როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ადამიანების დაღუპვის მიმართ? უარყოფითი“, - თქვა მოსკალევმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge