png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის პროცესში მონაწილეებს მადლობას უხდის

  • პოლიტიკა
  • 10.03.2016
  • 10:23
პრემიერი ვიზალიბერალიზაციის პროცესში მონაწილეებს მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართება. 
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი წარმატება.
„ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ძალიან დიდი წარმატება“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კვირიკაშვილმა ყველას, ვინც ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მადლობას უხდის.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის მართლაც ასე პოზიტიურად წარმართვაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისიის მხრიდან ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში.
„ალბათ, რამდენიმე თვეში, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, ევროკომისარს ამ საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისათვის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე და რა თქმა უნდა, ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის ამ პროცესში და საერთოდ ყველას, ვინც პოზიტიური წვლილი შეიტანა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების, როგორც მთავრობის, ასევე, პარლამენტის ძალიან დიდი ძალისხმევისა და ძალიან დიდი შრომის შედეგი და ეს არის, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები მიულოცა.
ევროკომისიამ გუშინ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო წინადადება ევროპარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ, თუმცა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ გულისხმობს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები გააჩნიათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ბიზნესის, ტურიზმის, ტურისტული ან ოჯახური დანიშნულებით შეძლებენ მოგზაურობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge