png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე უკრაინა მიხვდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა - კულება

  • მსოფლიო
  • 23.03.2023
  • 11:07
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე უკრაინა მიხვდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა - კულება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე უკრაინა მიხვდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება გამოცემა  Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა. გასული წლის 30 სექტემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო იურიდიული რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია რუსეთის მდელობის პასუხად უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსირება მოეხდინა {2022 წლის 23-27 სექტმბერს რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე}“, - განაცხადა კულებამ.

ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა არ უარყოფს თავად მოლაპარაკების იდეას, თუმცა არ ეთანხება წინადადებას, რომ პირადად პუტინთან საუბარმა შესაძლებელია უზრუნველყოს მშვიდობა.

„უკრაინას მშვიდობიანი დარეგულირების უამრავი მცდელობა ჰქონდა. 2022 წლის 24 თებერვლამდე საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით უკრაინამ გამართა მოლაპარაკებათა 88 რაუნდი 2019 წელს ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. რუსეთმა გაფლანგა ყველა ეს მცდელობა და აირჩია ბარბაროსული, გენოციდური, დამპყრობლური ომი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინა უშედეგოდ ცდილობდა რუსეთთან საერთო ენის გამონახვას 24 თებერვლის შემდეგაც. „ამის ნაცვლად რუსეთმა გააძლიერა სასტიკი თავდასხმები და განაცხადა უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსიის განზრახვის შესახებ. პრზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ განმარტა, რომ თუ პუტინი გააგრძელებდა ანექსიის მცდელობას, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა კულებამ.

„პუტინი ყველაფერს უგულებელყოფს. მას სურს მეტი ომი, მეტი უკრაინელი ბავშვის გატაცება, მეტი მოკლული უკრაინელი, მეტი უკრაინული მიწის დაპყრობა, როგორ უნდა ებრძოლო ასეთ ბოროტებას? ის ძალის გამოყენებით უნდა გატეხო“,- თქვა კულებამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის დამყარების თავისი ხედვა, რომელიც მოცემულია ზელენსკის მიერ წარმოდგენილ 10-პუნქტიან „სამშვიდობო ფორმულაში“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge