png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

#ერთადმოვდივართ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

  • ბიზნესი
  • 22.03.2023
  • 14:19
#ერთადმოვდივართ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კომპანიის დაარსებიდან 9 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ სერვისცენტრში ღონისძიება გამართა და ლოიალურ მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმმა კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ კამპანიის #ერთადმოვდივართ ფარგლებში გადაღებული ფილმი „პალტუსი“, რომლის მთავარი ლაიტმოტივიც მოგონებებია. ფილმით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს მფლობელისთვის ავტომობილი და რამდენ საინტერესო მოგონებას შეიძლება ინახავდეს ის. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ადამიანებთან ერთად, სწორედ მანქანაა - ავტომობილი, როგორც მოგონებების  ნაწილი. სიუჟეტი ერთი მნიშვნელოვანი ამბის გარშემო ვითარდება, რომელიც ფილმის ძირითად პერსონაჟებს, ძმებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ფილმის მთავარი რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, სცენარის ავტორი - ლაშა მილორავა, დამდგმელი ოპერატორი კი - გოგა დევდარიანი.

ლაშა მილორავა, სცენარისტი: „საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ბრენდმა თავისი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და მომხმარებელს წარუდგინა. ძალიან საინტერესო იყო „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, ამ ფილმით, „პალტუსით“, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ, რაც ერთობლივი თავდაუზოგავი შრომის შედეგია“ღონისძიების სტუმრებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალურმა დირექტორმა, მარიამ მელიაშვილმა, 2014 წლიდან დღემდე კომპანიის განვითარების განვლილი გზა და ისტორია გააცნო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების სანდოობასთან ერთად კი, ამის მთავარ წინაპირობად მომხმარებლისთვის შექმნილი განსაკუთრებული გარემო და კომფორტული მომსახურება იქცა. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გასული 9 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. შევძელით და გავხდით იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა საქართველოში. ამ მიღწევების აღსანიშნავად გვინდოდა, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ „ტოიოტა“ ხარისხისა და გამძლეობის სიმბოლოა. ფილმის იდეაც ასეთია: ნივთი მაშინ ხდება ნივთზე უფრო მეტი, როდესაც ის მოგონებებთანაა დაკავშირებული, „ტოიოტა“ კი სწორედ ის ავტომობილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ის მანქანაზე უფრო მეტია, მეგობარია, რომელთანაც ბევრი მოგონება გვაკავშირებს და რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდივართ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, ფილმის პრემიერა ნამდვილ კინოთეატრში გაგვემართა, თუმცა მივიჩნიეთ, რომ მისი ჩვენება მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ გარემოში, ჩვენს შოურუმში, უკეთესი იქნებოდა“.

#ერთადმოვდივართ კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების ბოლოს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებისთვის საგანგებო მიღება გამართა და  გათამაშებაც მოაწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი. 

 --

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge