png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართულ ღვინოს იაპონიაში ეცნობიან

  • ეკონომიკა
  • 10.03.2016
  • 09:58
ქართულ ღვინოს იაპონიაში ეცნობიან

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების 41-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2016” მიმდინარეობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია: „კახური“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქიმერიონი“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“,“ვაზიანი კომპანი“  და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.

გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ.

 „ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს. ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ-აზიის რეგიონი, იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. იაპონიაში FOODEX JAPAN სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, მათ შორის, ღვინის სეგმენტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნება იაპონიის კიდევ ერთ მასშტაბურ გამოფენაზე „Wine & Gourmet Show“, რომელიც აპრილში, ტოკიოში გაიმართება“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, გამოფენის სტუმრების მხრიდან ქართული ღვინოების მიმართ ინტერესი დიდია.

გამოფენის გახსნის დღეს ქართული ღვინის კომპანიებს გადაეცა საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ (The 3rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2016) მიღებული ჯილდოები. როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, 9 დასახელების ქართულმა ღვინომ ერთი ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გამარჯვებული ღვინოებია: ორმაგი ოქრო - „საფერავი რეზერვი.  2005“ კომპანია „კახური“; ოქრო - „საფერავი. 2008“, კომპანია „კახური“; ოქრო - „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანია „ლუკასი“; ოქრო - „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ოქრო - „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ვერცხლი - „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“; ვერცხლი - „ნაფარეული. 2013“,  კომპანია „შუმი“;  ვერცხლი - „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;  ვერცხლი -  „საფერავი ქვევრის.  2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.

კონკურს „საკურას“ ხელმძღვანელმა, იაპონიის უმაღლესი კლასის სომელიემ, ქალბატონმა იუმი ტანაბემ აღნიშნა, რომ ქართულმა ღვინომ მას საქართველოს გაცნობის სურვილი გაუჩინა და რომ გეგმავს ეწვიოს საქართველოს.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ წარმოადგინა. პრეზენტაციას სომელიეები, ჟურნალისტები, მარკეტოლოგები, იმპორტიორი კომპანიების,  ალკოჰოლური სასმალების მაღაზიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ატეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.

2015 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 138 290 ბოთლი ღვინო, რაც  5%-ით აღემატებოდა 2014 წლის ექსპორტს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge