png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბაქოში დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 10.03.2016
  • 09:54
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო  ვიზიტი ბაქოში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო  ვიზიტი ბაქოში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინოვი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-4 გობალურ ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმათავს.

საქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

ფორუმის პირველ პანელზე „მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“  გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრებს.  სიტყვით გამოსლის შემდეგ დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ფორუმის ამოცანაა მსოფლიო ლიდერებმა შეაფასონ გლობალური უსაფრთხოების ხელისშემშლელი სადავო და საკვანძო საკითხები და განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომელიც  პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებათ.

ფორუმის პირველი დღე ძირითადად გეოპოლიტიკური კრიზისის განხილვას  დაეთმობა, მომდევნო  დღისათვის კი მიზნობრივი ჯგუფები თემატური საკითხებს განიხილავენ - რეგიონში არსებულ გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტევიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge