png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

წაგიყვანენ რუსულ ჯარში, სახორცედ, ბურიატები ამოწურეს უკვე და იქ მოგიწევთ დამტკიცება, რამდენად ერთგული ხართ მატუშკა რასიასი - ნათია ფანჯიკიძე

  • საზოგადოება
  • 05.03.2023
  • 11:25
წაგიყვანენ რუსულ ჯარში, სახორცედ, ბურიატები ამოწურეს უკვე და იქ მოგიწევთ დამტკიცება, რამდენად ერთგული ხართ მატუშკა რასიასი - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და წერს, რომ დასავლეთის დახმარებით, დღეს საქართველო ის ქვეყანა აღარ არის, პურის რიგში მშიერი ხალხი ერთმანეთს რომ ხოცავდა.  

„მოკლედ, მთელ საქართველოში წყალმომარაგებიდან დაწყებული, გზებით დასრულებული, მეცნიერების, განათლების და ყველა სფეროში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ქვეყნისთვის, რომ 90-იანების სიდუხჭირიდან იმ საფეხურზე ამოვსულიყავით, სადაც ახლა ვართ,

იმდენი ფული აქვს დასავლეთს ჩაყრილი ამ ქვეყანაში, თან კორუფციაც გაითვალისწინეთ, სახელმწიფო დიდ გრანტებს რამდენი ფული ეკბიჩებოდა და მაინც, საქართველო დღეს ის აღარაა, პურის რიგში რომ მშიერი ხალხი ერთმანეთს ხოცავდა...

ეს ყველა დახმარება რომ გაქრება, მერე კი თავად ის ჩლუნგები შეჭამენ მთავრობას, ახლა რომ უხარიათ და ჰგონიათ, ყველას დედა ეტირება ამ კანონით, ვინც მათ არ მოსწონთ და თავად გაპარპაშდებიან. ააარა, უსაყვარლესო ჩლუნგებოვ, თქვენ დაიძირებით, თქვენ, თორემ ვინც "კლასობრივად" არ მოგწონთ, მათ უმეტესობას იმდენი განათლება და კომპეტენცია კი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს, თუ მართლა ჩამოიმხეთ ქვეყანა თავზე, ემიგრაციაში მაინც წავიდეს და სხვა ქვეყანაშიც იპოვოს სამსახური. გადასახადებსაც ძირითადად ის ხალხი იხდის, რითაც ბიუჯეტი ივსება. ხოდა რა ვიცი, დაშალეთ ეს საწყალი ქვეყანა და ჭერით ტოტები, რომლებსაც ძლივს უჭირავს ამდენი მომხიბლავი სულელი ერთად. ალბათ ტირილისთვისაა ჩვენი ერი დაბადებული და უკეთესად ყოფნის ინსტინქტი არ გააჩნია. არჩევანია ესეც.

ხოდა კიდევ, წაგიყვანენ რუსულ ჯარში, სახორცედ, ბურიატები ამოწურეს უკვე და იქ მოგიწევთ დამტკიცება, რამდენად ერთგული ხართ მატუშკა რასიასი, თუ გგონიათ, ტროლად მუშაობას ჩაგითვლიან ეფექტურობაში. მეტი საქმე არა აქვთ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge