png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თაროს სტუდენტური სეზონი იწყება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

  • საზოგადოება
  • 02.03.2023
  • 12:14
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თაროს სტუდენტური სეზონი იწყება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

წიგნების თარო მეათე საიუბილეო სტუდენტური სეზონით ბრუნდება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათია, რომელიც წიგნების თაროსთან ერთად ქმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განათლებისთვის, განვითარებისთვის, აღმოჩენებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, პროექტის გამარჯვებულები კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან სასწავლებლად.

სტუდენტურ სეზონზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და აპლიკაციების მიღების პროცესი 12 მარტს დასრულდება.

წიგნების თაროს პროექტში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა, ახალგაზრდებმა დააკომპლექტონ გუნდები და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.  

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს გუნდელების პოვნას, მას შეუძლია ვებგვერდის მეშვეობით იპოვოს თანაგუნდელები.

პროექტის ფარგლებში, ლიტერატურითა და შემეცნებითი სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, შეეჯიბრონ სხვა უნივერსიტეტების გუნდებს ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროდან კითხვების გამოცნობაში, გაიმარჯვონ და გაემგზავრონ  კემბრიჯში სასწავლებლად. პროექტის ფარგლებში კემბრიჯს უკვე 19 სტუდენტი ეწვია.

“საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ უფრო მეტი ცოდნა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი მომავალი.

წიგნების თაროსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში, ვფიქრობ, შევძელით, ერთი მხრივ, აღმოგვეჩინა გამორჩეული ახალგაზრდები, მეორე მხრივ კი შეგვექმნა მათთვის წინსვლის, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვისა და არგაჩერების შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო. 

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების  შექმნას ჰპირდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge