png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთის ძალები, დიდი დანაკარგის მიუხედავად, ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობას არ წყვეტენ

  • მსოფლიო
  • 28.02.2023
  • 16:48
რუსეთის ძალები, დიდი დანაკარგის მიუხედავად, ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობას არ წყვეტენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, ბახმუტთან ვითარება სულ უფრო რთულდება.  უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსები, დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობას არ წყვეტენ.

მისივე თქმით, მოწინავე ხაზზე „ვაგნერის“ მეტად მოზადებული შეტევითი რაზმები იბრძვიან, რომლებიც ცდლობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას და ქალაქის ალყაში მოქცევას.

ბახმუტის მიმართულებაზე მძიმე ბრძოლების შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

„მტერი გამუდმებით ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება ჩვენი პოზიციების დასაცავად, გასამაგრებლად და თავდაცვის უზრუნველსაყოფად იქნას გამოყენებული“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, რუსეთის ძალების შეტევის ინტენსივობა არ იკლებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, რუსეთის სარდლობა ზრდის შეტევების ინტენსივობას, იყენებს ტოტალური გამოფიტვისა და ტოტალური განადგურების ტაქტიკას.

მსგავსი ტაქტიკის გამოყენება რუსებს ძვირი უჯდებათ. უკრაინიული მხარის ინფორმაციით, ყოველღიურად ოკუპანტები ბახმუტთან 600-დან 1000-მდე ჯარისკაცს კარგავენ. მსგავს მონაცემებს ავრცელებენ დასავლელი ანალიტიკოსებიც.

ამასთან, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გაყინული გრუნტი იწყებს გალღვობას და ტალახად იქცევა, რომელშიც სამხედრო ტექნიკა ადვილად ეფლობა. ამ პირობებში  დაჯავშნული კოლონების გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge