png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის BOG sCoolApp–ს 50 000 მოსწავლე იყენებს

  • საზოგადოება
  • 27.02.2023
  • 11:38
საქართველოს ბანკის BOG sCoolApp–ს 50 000 მოსწავლე იყენებს

საქართველოს ბანკმა ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი, პირველი მობილური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი  რამდენიმე თვის წინ შექმნა. აპლიკაციას უკვე 50 000 მოსწავლე  საკუთარი ჯიბის ფულის, ნაშთების ციფრული კონტროლისთვის, ასევე, მობილური ბალანსის დამოუკიდებლად შევსებისა და თანხის მეგობრებთან განსხვავებული, სახალისო გზით გადარიცხვისთვის იყენებს. ამასთან, მოსწავლეები აპლიკაციის მეშვეობით იღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან, ეცნობიან სიახლეებს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა თუ საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ.

BOG sCoolApp-ი  მთლიანად სკოლის მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. მისი შექმნის მიზანი მარტივი ფუნქციონალის გამოყენებით ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების, ეკონომიკური აზროვნებისა და საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილების შეთავაზებაა. თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის  შესაქმნელად აპლიკაცია მუდმივად ვითარდება. ახლახანს პლატფორმას  ყულაბის ფუნქციონალი დაემატა, რომლის დახმარებითაც, მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად დააგროვონ თანხა და აქციონ საკუთარი მიზნები რეალობად. 

„ეკონომიკური გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ ეფექტურობას ფინანსური ცნობიერება განაპირობებს. რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაჩვევთ ბავშვებს ფინანსური აქტივების დამოუკიდებლად მართვას, მით უფრო მარტივად შეძლებენ ისინი გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებას. BOG sCoolApp-ის მეშვეობით, ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე სწავლობენ ბიუჯეტირებასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ხელს უწყობს მათში ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ქვეყანაში ფინანსური ცნობიერების დონის ამაღლებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

მარტივი და მოქნილი ფუნქციონალი, თანხის გადარიცხვის სახალისო გზები და ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც აპლიკაციას მოსწავლეებისთვის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტად აქცევს. თუმცა, საქართველოს ბანკის გუნდი არ ჩერდება და  აქტიურად მუშაობს ახალი შეთავაზებების დამატებაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებს განვითარების კიდევ  უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge