png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი გალერეაში ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 15:58
თიბისი გალერეაში ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თიბისი გალერეაში პროექტის #წერექართლად ფარგლებში ჩატარებული ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსის 5 გამარჯვებული მოსწავლე: სალომე ლაშხი (I ადგილი) თათია გოჩაშვილი (II ადგილი), გიორგი გოგიძე (III ადგილი), ანა ჯანიაშვილი (IV ადგილი) და ნინო ახმეტელი  (IV ადგილი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრმა დააჯილდოვა უვადო ხელმოწერით დიდ  ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონზე (www.dict.ge). გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თიბისი ბანკისგან მიიღეს პრიზები, ხოლო  ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“ მათ საჩუქრად 50 ელექტრონული წიგნი გადასცა. კონკურსის მეორე ტურის მონაწილე ოცდახუთი მოსწავლე ერთწლიანი ხელმოწერით დაჯილდოვდა დიდ ინგლისურ-ქართულ ონალინ-ლექსიკონზე. 

თიბისი ბანკის პროექტის, #წერექართულად მხარდასაჭერად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა  ცენტრმა  და თბილისის 24-ე საჯარო სკოლამ ლექსიკოგრაფიის კონკურსი 2015  წლის ნოემბერში  წამოიწყო და ის ორ ეტაპად ჩატარდა.  კონკურსი საპილოტე იყო და ის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის გამოყენებით (www.dict.ge) ინგლისური წინადადებებისა და მცირე ზომის ტექსტების  ქართულად თარგმნას ითვალისწინებდა.

პროექტში 24-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  80 მონაწილიდან მეორე ტურში 30 მოსწავლე გადავიდა, ფინალში კი მათგან 5 საუკეთესო შეირჩა.

ლექსიკოგრაფიის კონკურსის მიზანს  ინგლისურ-ქართული ლექსიკონების პოპულარიზაცია, ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლა და ახალგაზრდებში ქართული ენის მდიდარი ლექსიკური შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი პროექტის განხორციელებას  მომავალშიც გეგმავს და მასში მონაწილეობის მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge