png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს გაეცნენ

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 15:54
სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს გაეცნენ

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სადაზღვევო სექტორს გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.

 სადაზღვევო კომპანიების წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო სექტორის ჩართვა.

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ დაგეგმილ საგადასახადო რეფორმებზე, მათ მნიშვნელობაზე, მათ შორის, აღნიშნული დარგის განვითარებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია, იმისთვის, რათა უკეთ გავიგოთ ბიზნესის პრობლემები, რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს ბიზნესს განვითარებისთვის, მათ შორის, საუბარია პორტფელური ინვესტორების მოზიდვაზე. ვფიქრობ, სადაზღვევო სექტორი ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი საინტერესო სექტორია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„სადაზღვევო ინდუსტრია მიესალმება აღნიშნული კანონპროექტის მიღებას, რადგან ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციებისა და ინვესტორების შემოსვლას. ჩვენთვის მნიშნელოვანია, ახალი რეგულაციები გავრცელდეს სადაზღვევო სექტორზე, რადგან შესაძლებელი იქნება თანხების რეინვესტირება, მოხდება სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის გაზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კაპიტალური ბაზრების განვითარებასთან,“ - აღნიშნა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმა მიმართულია ეკონომიკის ზრდაზე და მნიშნელოვანია აღნიშნული რეფორმა ასევე შეეხოს სადაზღვევო ინდუსტრიას. როგორც მან აღნიშნა, მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში დღეს არსებულ ვითარებას და დარგის განვითარების სამომავლო პერსპექტივას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge