png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გამამ“ საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გახსნა

  • ბიზნესი
  • 14.02.2023
  • 13:29
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გამამ“  საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანია „გამა“, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ახალ ბიზნეს ცენტრს გახსნის, რომელიც 12 000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მიზნად ისახავდა მზიურის ბიზნეს ცენტრის აშენებას. ეს არის მაღალი კლასის საოფისე ფართები, რომელიც მზიურთან ახლოს, წყნარ და გამწვანებულ გარემოში იქნება მოქცეული. საოფისე ფართი ასევე მოიცავს სატრენაჟორო დარბაზს, კვების ზონას, საპარკინგე ადგილსა და გამწვანებულ ეზოს, რომელიც 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის საოფისე ფართის ქირაობის შემთხვევაში. A კლასის ბიზნეს ცენტრი თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის N2-ში მდებარეობს. საოფისე სივრცეები სრულად დააკმაყოფილებს A კლასის ბიზნეს ცენტრის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, - განაცხადა მზიურის ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელმა, ზურაბ ცაგარეიშვილმა.

„საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ბანკს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორცილებული პარტნიორებთან ერთად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ამჯერად ქალაქის ცენტრს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა შეემატება, რომელიც მაღალი კლასის საოფისე ფართებს მოიცავს. ბიზნეს ცენტრში 1 200 ადამიანი შეძლებს  კომფორტულ პირობებში მუშაობას. მისასალმებელია, რომ პროექტის განხორციელება დამატებით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამ ეტაპზე კი, კომპანიას 70-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge