png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 13.02.2023
  • 15:09
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკისა და კომპანია „3 ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა. სასტუმრო 778.60 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ის 4 სართულსა და 31 ნომერს მოიცავს.

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 1.97 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად შენობის შეძენასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

„ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დავიწყეთ. მისი გახსნა სამწუხაროდ, პანდემიის გამო გახანგრძლივდა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ოთხვარსკვლავიანი, 31 ნომრიანი სასტუმროს აშენება და გახსნა ამ დაბრკოლების მიუხედავად შევძელით. ჩვენთან მოსულ სტუმრებს მყუდრო და კომფორტულ ნომრებთან ერთად, ასევე სასიამოვნო გარემო დახვდებათ. ჩვენ მათ საუკეთესო შეთავაზებებს ვპირდებით“, - განაცხადა Epigraph Town Hotel-ის დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. კომპანია “3 ჯგუფთან“ 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel-ის აშენება და გახსნა გახდა შესაძლებელი. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა მნიშვენლოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყანაში  სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენ კვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესების გაძლიერებასა და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge