png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის“ წინააღმდეგ „სილქნეტის“ საჩივარი განიხილა

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 12:55
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის“ წინააღმდეგ „სილქნეტის“ საჩივარი განიხილა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის“ წინააღმდეგ სს „სილქნეტის“ საჩივარი განიხილა. როგორც კომისისი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სს „სილქნეტი“ სადაოდ ხდიდა შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტისთვის“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობას.
კომისიამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა დავა და დააკმაყოფილა სს ,,სილქნეტის“ საჩივარი. წინამდებარე დავაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შპს ,,ფოპტნეტს“ განემარტა:
ა) შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ სს ,,სილქნეტის“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა და შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების სს ,,სილქნეტთან“ გაუფორმებლობის შემთხვევაში სს ,,სილქნეტი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს შპს ,,ფოპტნეტთან“ ელექტრონული საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურება;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ფოპტნეტს აქვს სს ,,სილქნეტისგან“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღების სურვილი, შპს ფოპტნეტი ვალდებულია:
ბ.ა. უპირობოდ დაეთანხმოს და შეასრულოს სს ,,სილქნეტის“ მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადების პირობები;
ბ.ბ გააფორმოს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება სს ,,სილქნეტთან“ წერილობით.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,ფოპტნეტს“ დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის და სს ,,სილქნეტისთვის“ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სს ,,სილქნეტის“ კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში განთავსებულ იმ კაბელებთან დაკავშირებით, რომლითაც უზრუნველყოფილია ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge