png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული სპეცრაზმის ჯგუფი მოქმედებს - The Guardian

  • მსოფლიო
  • 05.02.2023
  • 15:54
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული სპეცრაზმის ჯგუფი მოქმედებს - The Guardian

უკრაინელი სპეცრაზმელები უკრაინის საზღვრებს მიღმა მოქმედებენ და ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

გამოცემის ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ სამ უკრაინელ სპეცრაზმელს - 23 წლის ტარასს, 21 წლის ვლადისლავსა და მათ მეთაურს 39 წლის ოლექსის.

აღნიშნულია, რომ სამხედროები უკრაინელი სპეცრაზმელების მოხალისეთა დაჯგუფება, ბატალიონ „ბრატსტვოს“ წევრები არიან, რომლებიც ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას რუსეთის სიღრმეში აწარმოებენ.

მათ სამუშაოში შედის კრემლის მაღალჩინოსნების გატაცება, საკვანძო სამხედრო ობიექტების განადგურება და მტრის თვითმფრინავების ჩამოგდება რუსეთის ტერიტორიაზე.

ვლადისლავის თქმით, საჯაროდ ამის შესახებ იმიტომ ყვებიან, რომ პუტინმა და ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ უკრაინელ მებრძოლებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთა მარტივად შეუძლიათ.

„ბრატსტვო“ ირწმუნება, რომ  მნიშვნელოვანია  რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ იგრძნოს ბრძოლის მხურვალება საკუთარ ტერიტორიაზე.

მედია წერს, რომ „ბრატსტვოს“ მოხალისეებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, „უკრაინის არმიისგან ტექნიკურად დამოუკიდებლები არიან, მაგრამ მოქმედებენ ოფიციალური პირების მხარდამხარ“.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ „არაოფიცალური სტატუსის გამო მათი ისტორიის შემოწმება შეუძლებეკია, მაგრამ ისინი დამაჯერებლები არიან და იმსახურებენ ნდობას, ასევე არაჩვეულებრივები არიან გამბედაობით“.

ტარასი ამბობს, რომ ოპერაციიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა. „ჩვენს ჯგუფს რუსეთის ტერიტორიაზე უნდა შეეტანა ასაფეთქებელი ნივთიერებების გარკვეული რაოდენობა და განსაზღვრულ ადგილზე უნდა დაეტოვებინა“.

მისივე თქმით, ექვსი კვირის წინ მან წარმატებული ოპერაცია განახორციელა: „ამოცანა გვქონდა, გაგვენადგურებინა რუსული ვერტმფრენი, რომელსაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები გადაჰყავდა“.

ოპერაცია პირველივე მცდელობაზე არ დასრულებულა, თუმცა მორიგ ჯერზე მათ ვერტმფრენი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით 4 კმ-ის მანძილიდან ჩამოაგდეს.

იმის მიუხედავად, დაიღუპნენ თუ არა კრემლის ოფიციალური პირები ვერტმფრენში, ტარასისთვის ეს იყო წარმატებული მისია, რომელმაც მიაღწია თავის მთავარ მიზანს.

ბოლო ოპერაცია რუსეთში, რომელშიც ვლადისლავი მონაწილეობდა „ექვსი თვის წინ იყო ქალაქ ბელგოროდის რაიონში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში საბრძოლო მასალების რამდენიმე საწყობი აფეთქდა“.

სამხედროები აღნიშნავენ, რომ მათი სამუშაო უკიდურესად სახიფათოა, თმცა ისინი გააზრებულად აცნობიერებენ ამ სამუშაოს მნიშვნელობას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge