png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

  • ბიზნესი
  • 01.02.2023
  • 14:55
 ,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, მარნეულში, ქვემო ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწი-ფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ,,მერსი კორფსისა“ და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარები-სთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

,,ლიბერთის ,,ბიზნეს დიალოგი“-ს მიზანია, რეგიონებში უშუალო შეხვედრები როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. დიალოგის ფორმატი კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავაცნოთ ჩვენი პროგრამის მხარდამჭერი პარტნიორები და ლოკალურად შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები. ასევე, გავაცნოთ ლიბერთისთან პარტნიორობის და დაფინანსების შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. გასულ წელს თითქმის მთელი საქართველო მოვიცავით და ამჟამად ქვემო ქართლს ვეწვიეთ. მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის საკმაოდ  ნაყოფიერია, რადგან იდეების და საჭიროებების ურთიერთგაზიარება ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

,,ლიბერთი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. მადლობას ვუხდით ბანკს აქტიური თანამშრომლობისთვის. მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის საუბრისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე პროექტების შესახებ, ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ – მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარები დეპარტამენტის უფროსი.

,,სააგენტოსთვის "აწარმოე საქართველოში" ძალიან მნივნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა. ლიბერთი ბანკის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოხდა არსებული სახელმწიფო პროგრამების გაცნობა. აღნიშნული მიმართულია მცირე  და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს დიალოგის ტიპის შეხვედრები  საკმაოდ კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ  მომხარებლებმა მიიღონ  ამომწურავი ინფრომაცია  მათთვის სასურველ და  მორგებულ საკრედიტო  პროდუქტებზე და ამასთანავე გამოიყენონ ყველა ის ფინანსური სიკეთე, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სთავაზობს თავის პოტენციურ ბენეფიციარებს -  სესხის პროცენტის სუბსიდირების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის და საგრანტო პროგრამების სახით”- ირაკლი ვეშაგური, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი

,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, ბიზნეს სექტორისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო გეგმები. ვიმედოვნებთ, დაზღვევა მათ დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

,,მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ,, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE), რომლის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ბანკის ინიციატივა - ,,ბიზნეს დიალოგი“, კარგი შესაძლებლობაა შევხვდეთ რეგიონებში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნეს წრეებს და გავაცნოთ რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და მოსალოდნელი დადებითი შედეგები. ასევე მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებსა და გამოცდილ მეწარმეებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ - უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge