png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 08.03.2016
  • 15:22
 დავით უსუფაშვილი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროცესები, საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის პოტენციალი და ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის საკითხები განიხილეს.
ამასთან, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება იმ გამოწვევებზეც გაამახვილეს, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, არამედ მთელ დემოკრატიულ საზოგადოების წინაშე დგას.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპელ სტუმართან შეხვედრაზე ისაუბრეს საერთო საფრთხეებზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ დემოკრატიულ სამყაროს ემუქრება.
„ამ თვალსაზრისით, ეუთო საქართველოს უყურებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას უსაფრთხოების სისტემაში. ის პრობლემები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ პრობლემებად მიგვაჩნდა და სხვები ამას საქართველოს პრობლემად თვლიდნენ, კერძოდ, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, დღეს ყველას მიერ გაცნობიერებულია როგორც საერთო პრობლემა. ეს პოზიტიური მიდგომაა, რომ საქართველო კოლექტიური მცდელობის პროცესშია, რათა რუსული საფრთხე შევაჩეროთ და იმას მივაღწიოთ, რასაც მთელი მსოფლიო, რუსეთისა და კიდევ სამი ქვეყნის გარდა, სრულიად ცალსახად ხედავს, რომ საქართველო ერთიანი და მთლიანი სახელმწიფოა“, - დასძინა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge