png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება

  • ბიზნესი
  • 30.01.2023
  • 12:31
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტრნიორობით, 2 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. ფორუმზე ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ.

შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარსდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.

ფორუმზე მონაწილეობას ასევე მიიღებენ: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ.

 „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. არსებობს პრობლემები, რომლებიც ბარიერებს ქმნიან დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზებით ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე წინა წლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა და 2023 წელსაც საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ“, - განაცხადა SMEDA-ს დირექტორმა, გიგა ფაიქიძემ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ბათუმში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა, ისეთს, როგორიცაა: ფინანსური ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, მოისმენენ ციფრული ბუღალტერიის საჭიროებებს, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესის უკეთ წარმართვასა და სამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://bit.ly/3ky60TM

ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge