png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„რუსული ბანკიდან 1 100 000 დოლარი გადმოირიცხა“ - კახა კალაძეს ხვალ პარლამენტში ელიან

  • პოლიტიკა
  • 08.03.2016
  • 13:16
„რუსული ბანკიდან 1 100  000 დოლარი გადმოირიცხა“ - კახა კალაძეს ხვალ პარლამენტში ელიან

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში 1 100 000 დოლარი გადმოირიცხა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ გადარიცხვის დოკუმენტებიც წარადგინა, სადაც თანხის გადარიცხვის მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს ვინმე დავით ქარსელაძე რიცხავს. თარგამაძის თქმით, შეთანხმების გარანტორად მითითებულია ვიცე-პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი". 

გივი თარგამაძემ აღნიშნა, რომ დავით ქარსელაძე ცნობილი კრიმინალია, მეტსახელად "კალატოზა", რომელიც ,,შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში“. 
მისივე თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მისი "მოღვაწეობა" აღიკვეთა, მან სასჯელი მოიხადა და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში.
გივი თარგამაძე კახა კალაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართავს - კერძოდ, რა მშენებლობაზეა საუბარი, რა შეთანხმებაა კრიმინალთან, ასევე, რა წარმომავლობისაა ეს ფული, რამდენად იღებს აქედან სარგებელს "კალატოზა" და ა.შ.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ კახა კალაძე აღნიშნულ შეკითხვებს ხვალ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხს გასცემს. 

ენერგეტიკის მინისტრს ხვალ პარლამენტში ელიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge