png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი: 8 მარტი არ მესმის და მომკალით

  • ეს საინტერესოა
  • 08.03.2016
  • 12:56
თინათინ ხიდაშელი: 8 მარტი არ მესმის და მომკალით

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 8 მარტთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

„დედის დღე მესმის, მამის დღეც რომ გვქონდეს ძალიან კარგი იქნებოდა, ასე მგონია, ბევრ ქვეყანაში აქვთ, სასიამოვნოა კიდევ ბევრი დღე მესმის, 8 მარტი არ მესმის და მომკალით. 
დღესასწაული ასე მესმის -- უნდა მიულოცო, ადამიანებს მოეფერო, განსაკუთრებით მოექცე, დააფასო. რაღაც ასეთი.
თუმცა ალბათ ყველას ჩვენებურად გვესმის ის რის გამოც 8 მარტი საჭირო გახდა. 
ხოდა შევეცდები მოგილოცოთ ქალებო. 
პირველ რიგში ქალებო! ძალიან მაგარი სიტყვაა, საქართველოში რატომღაც ეუხერხულებათ -- ქალბატონებს, მანდილოსნებს ამბობენ. ქალი თითქოს ცუდი სიტყვა იყოს. არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ. დააკვირდით, მე ხშირად მიგრძვნია. შენიშვნაც კი მიმიცია. 

ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ის არის, რომ ჩვენ რომ ოთახს დავტოვებთ დარჩენილებმა ამრეზით, ან დანანებით, ან სისუსტის აღმნიშვნელი მიმიკით არ გამოგვაყოლონ მზერა. შენი თანდასწრებით თანასწორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც თანასწორად განგიხილავდნენ;
შენი თანდასწრებით პარტნიორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც გეპარტნიორებოდნენ;
შენი თანდასწრებით -- ადვილად მისაღწევი ჩანს უკვე. ეს ბრძოლა მეტნაკლებად მოგებულია. 
შენს არ ყოფნაში -- მიმიკის და მზერის ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ საკუთარ თავსაც და გისურვებთ ქალებო!“, - წერს თინათინა ხიდაშელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge