png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"მართლა დავბერდი, მაგრამ ჯერ ისევ გიჟი და გადარეული ვარ" - ინგა გრიგოლია

  • ეს საინტერესოა
  • 08.03.2016
  • 12:16
"მართლა დავბერდი, მაგრამ ჯერ ისევ გიჟი და გადარეული ვარ" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დღეს იუბილარია, მას 45 წელი შეუსრულდა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„აქტიური ცხოვრებისთვის ალბათ მაქსიმუმ 15 წელიღა დამრჩა... საკმაოდ გართულდა ცხოვრება, რაც წლები მომემატა, თუმცა უფრო მეტად შემიყვარდა ეს ჩემი ცხოვრება.... აღარ ვარ თავქარიანი, მაგრამ ჯერ ისევ გიჟი და გადარეული ვარ... აღარ მჯერა ზღაპრების, მაგრამ მჯერა ზღაპრული სიკეთეებისა და ზღაპრული სიყვარულის.. ასჯერ მეტად მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ცხოვრებამ შემახვედრა სიხარულებისა და წყენების მიუხედავად... ზოგი დავკარგე.... ზოგი უფრო მეტად დავიახლოვე, მაგრამ ყველას თავისი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და ყველას მიმართ მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ და მეტს არაფერს… კანონზომიერება, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ აღმასვლას აუცილებლად მოსდევს ხოლმე დაცემა და დაცემას მერე ისევ აღმა სვლა... რომ სინათლეს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე სიბნელე და მერე ისევ კაშკაშა სინათლე ... მერე ისევ სიბნელე და მერე ისევ სინათლე. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი ადრეული ახალგაზრდობის ფოტოები და უფრო და უფრო მძულს ჩემი ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთი--სასწორი... უფრო მეტი და მეტი დროის გატარება მინდება ხოლმე ჩემი სახლის კედლებში, მეცამეტე სართულზე გამოკეტილს, სადაც ხუთი წლის წინ, ღამის ორ და სამ საათამდე ძალითაც ვერ შემიყვანდა ვერავინ... მოკლედ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი უკან მოვიტოვე..: მგონი მართლა დავბერდი ამ ორომტრიალში… 45 წლის შევსრულდი და ისევ მხოლოდ ახლახანს მომიწია ყველაფრის ახლიდან დაწყება... სე ლა ვიიიი… რაღაც ლირიულად გამომივიდა და ალბათ ესეც ჩემი 45-ე დაბადების დღის ბრალია“, - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge