png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 30.09.2015
  • 14:26
 ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების  საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლიტვას მიღებული აქვს კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით, რომლის გაზიარებაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. 

როგორც ლიტვის ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მტკიცედ აქვს არჩეული ევროინტეგრაციის გზა და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები დასახული მიზნის მისაღწევად. 

ლიტვის ელჩი ასევე დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით. მინისტრმა მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.  საუბარი ასევე შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საკითხებს, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.  

ელჩი დაინტერესდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მუშაობით. ფინანსთა მინისტრმა სტუმარი პირადად მიიწვია ფისკალური სამსახურების საქმიანობის გასაცნობად და ელჩს გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების ერთობლივად დათვალიერება შესთავაზა. თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო დაიწყებს მუშაობას ლიტვის ფინანსთა მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის მოსამზადებლად. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge