png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ხელისუფლებამ უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა“ - მაკა ასათიანი

  • პოლიტიკა
  • 07.03.2016
  • 14:42
„ხელისუფლებამ უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა“ - მაკა ასათიანი

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მაესტროს“ მიმართ სასამართლოს და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა  ჩვენთან მიმდინარეობს მოლაპარაკება წილის გაყიდვის საკითხზე.

მკაფიოდ და  გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ    სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება "მაესტროს" წილის გაყიდვის თაობაზე. "მაესტროს" წილი ჩვენს მიერ არ იყიდება. 

პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი  უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა და ჩვენ იძულებული ვართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ  ეს გამოწვევა.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ  დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია.

პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად.

"მაესტრო" დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა.

"მაესტროს" კარი ყოველთვის ღია იქნება თავისუფალი ადამიანებისთვის.“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge