png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ტელეკომპანია „მაესტრო“ შენობის გარეშე რჩება

  • საზოგადოება
  • 07.03.2016
  • 14:31
ტელეკომპანია „მაესტრო“ შენობის გარეშე რჩება

ტელეკომპანია "მაესტრო" შენობის გარეშე რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა იმ მიმოწერიდან შეიტყო, რაც შპს "სტუდია მაესტროს" შპს "მ-ინვესტმენტმა" გაუგზავნა.

წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ მ-ინვესტმენტს 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია „მაესტროსთან“ აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება.

მოგეხსენებათ ტელეკომპანია "მაესტრო" განთავსებულია მ-ინვესტმენტის შენობაში, ტექნიკა კი "სტუდია მაესტროს" ეკუთვნის.

მ-ინვესტმენტის წარმომადგენელი წერილში აღნიშნავს, რომ მათ აღარ სურთ ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა მაუწყებლობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად არ ითხოვენ საიჯარო ქონების დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას.

წერილში ასევე საუბარია სტუდია „მაესტროს“ მხრიდან მ-ინვესტმენტის მიმართ არსებულ დავალიანებაზე, რაც 255 ათას 90 ლარს შეადგენს.

„იმის გათვალისწინებით, რომ სტუდია მაესტროს გააჩნია საიჯარო დავალიანება 255 090 ლარი, შპს „მ-ინვესტმენბტი იტოვებს უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს შენობაში განთავსებული სტუდია მაესტროს მოძრავი ქონებით (ტექნიკით), რის სანაცვლოდაც შპს სტუდია მაესტროს გაუქვითავს იჯარას დავალიანებიდან თვეში 20 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შპს მ-ინვესტმენტის 100 პროცენტიანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის. შპს სტუდია მაესტროს საკონტროლო პაკეტს (55 პროცენტი) კი ბოლო მონაცემებით გია გაჩეჩილაძე ფლობს. 15 პროცენტის მფლობელი მამუკა ღლონტია, 5 პროცენტის მფლობელი ეკატერინე აკობია, 25 პროცენტს მაკა ასათიანი. 

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge