png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ამერიკელი ტოქსიკოლოგის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა მარტში, ციხეში მოხდა

  • სამართალი
  • 29.12.2022
  • 14:49
ამერიკელი ტოქსიკოლოგის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა მარტში, ციხეში მოხდა

ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ, მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტის ინტოქსიკაცია 2022 წლის მარტში მოხდა მანამ, სანამ მას კლინიკაში გადაიყვანდნენ. ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა დისტანციური ჩართვისას განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავენ.

"ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მოხდა მარტში, ვიდრე მას გადაიყვანდნენ და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა ორგანიზმში სხვადასხვა ორგანო", - თქვა ტოქსიკოლოგმა. ადვოკატის დაზუსტებაზე, მოწამლეს თუ არა სააკაშვილი ციხეში, სმიტი უპასუხებს, რომ მძიმე მეტალებისგან ინტოქსიკაციამ გამოიწვია ტვინის დაზიანება და კრუნჩხვები. ამის შემდეგ ადვოკატმა კითხვა გაიმეორა, სმიტმა კი უპასუხა:

"მას სიმპტომები უკვე ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებაში. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი მოწამვლა, არამედ მანამდე, ციხეში".

სასამართლოზე ჩვენებისას სმიტმა ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია სხვადასხვა მეტალით, მათ შორის ვერცხლისწყლით, დარიშხანით, ბარიუმით, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს.

"მან [მიხეილ სააკაშვილმა] განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, განსაკუთრებით დაზიანდა თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის გარეთ ნერვების დაზიანებას, ასევე ადგილი აქვს კუნთების განლევას. მას აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებები, რაც იწვევს გასტრიტს, მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას დაზიანებები აქვს ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, ისეთი, როგორიცაა გული და თირკმელი", - თქვა ტოქსიკოლოგმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge