png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნოდარ ხადურმა EBRD-ის დირექტორთან საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილა

  • ეკონომიკა
  • 07.03.2016
  • 12:14
ნოდარ ხადურმა  EBRD-ის დირექტორთან საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილა

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განმკარგულებელ დირექტორს, ფრანსის მალეჟესა და კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორს,  ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

EBRD-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში ფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც  კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განიხილება ისეთი პროგრამების დაფინანსება როგორებიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და  მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა.

ბანკის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან  წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს მხარდაჭერა გაუწიოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2014 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო მთლიანად თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში, ბანკის ინვესტიციებმა ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge