png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში BARTA 2022-ის გამარჯვებულია

  • ბიზნესი
  • 19.12.2022
  • 16:38
 საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში BARTA 2022-ის გამარჯვებულია

საქართველოს ბანკმა მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) მოიპოვა. გამარჯვებული მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა გამოავლინა.

BARTA-ს კონკურსი საქართველოში უკვე მეოთხედ ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხისა და გამჭვირვალობის ამაღლებაა.

BARTA 2022-ზე 16 ნომინანტი კომპანია მონაწილეობდა, თითოეულ კატეგორიაში ერთი გამარჯვებული დასახელდა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ BARTA 2022-ის ჯილდო მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გვერგო, რადგან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშების წარდგენა ევროკავშირში ყველა მსხვილი კომპანიისთვის სავალდებულო გახდება. ეს კი ზრდის აღნიშნული ჯილდოს მნიშვნელობასა და საჭიროებას, როგორც მსხვილი საფინანსო, ასევე მსხვილი არასაფინანსო ინსტიტუტებისა და მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. რაც მთავარია BARTA ახერხებს საფინანსო და არასფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად წლიდან წლამდე განვითარებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა 2021 წელს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) მხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, BARTA 2019 წელს, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას. ასევე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge