png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს

  • პოლიტიკა
  • 06.03.2016
  • 13:57
 ენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობია“ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მთავრობის მიერ მისი პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება მოხდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.

„სასამართლოს თავმჯდომარის თანახმად, მთავრობა კერძოდ კი იუსტიციის მინისტრი მას ამ ჩანაწერით ფაქტობრივად აშანტაჟებს. სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხოს. იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით როცა მან ბატონ პაპუაშვილს „თანამშრომლობის“ ნაცვლად ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება შესთავაზა.

საქართველოს ყველა უცხოელი პარტნიორი აღნიშნავს რომ დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი როცა ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მისცა ხელში ჩაეგდო რუსთავი2. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ივანიშვილის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაცაა.

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა - გარდა იმისა რომ გააღარიბა ხალხი და ანიავებს ჩვენს სუვერენიტეტს - მასიურად ნერგავს მისი მშობლიური რუსეთისთვის დამახასიათებელ ბინძურ მეთოდებს - მასიურ თვალთვალს და შემდეგ ადამიანების შანტაჟს. მან უშიშროების სისტემაში მოიყვანა საბჭოთა კაგებეში ნამუშევარი არაერთი კადრი - რაც თავისთავად უდიდესი საფრთხის შემცველია. ცხადია, ივანიშვილს აღნიშნული ბინძური მეთოდები ვერ უშველის. საკუთარ უნიათო და მავნებელ გუნდთან ერთად მას ქართველი ხალხი წელს უნდობლობას გამოუცხადებს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს”, - განაცხადა კანდელაკმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge