png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირანში სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე

  • მსოფლიო
  • 12.12.2022
  • 16:28
ირანში სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე

ირანში სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე. მედიის ცნობით, ორშაბათს, 12 დეკემბერს, ქალაქ მეშჰედში მაჯიდრეზა რაჰნავარდი სახალხოდ ჩამოახრჩვეს.

თეირანში ამბობენ, რომ  ნეომბერში საპროტეტსო აქციების დროს მაჯიდრეზამ დაჭრა გასამხედროებული ფორმირება „ბასიჯის“ ორი წევრი, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ექვემდებარება. სასამართლომ დემონსტრანტი დამნაშავედ ცნო „ღმერთის მტრობაში“ და 29 ნოემბერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

მანამდე, 8 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია მასობრივი პროტესტების კიდევ ერთი მონაწილის სიკვდილით დასჯის შესახებ. გავრცელებული ცნობებით, 23 წლის რეპერი მოჰსენ შეკარი ჩამოახრჩვეს. ირანის სასამართლომ ახალგაზრდა კაცი დამნაშავედ ცნო „ღმერთის მტრობაში“. ის დამნაშავედ აღიარეს 25 სექტემბერს თეირანში სათარ ხანის ბულვარის ბლოკირებასა და „ბასიჯის“ წევრის დაჭრაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სიკვდილით დასჯას წარმოუდგენელი დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაეკისრებათ, რომელსაც 12 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.

ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც „მორალის პოლიციამ“ 13 სექტემბერს ჰიჯაბის არასწორი გამოყენების გამო დააკავა. დაკავების შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა. იმავე დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის შემდეგ შინაგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არასრუწლოვნებიც.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge