png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროპარლამენტმა კორუფციული გამოძიების გამო ვიცეპრეზიდენტ ევა კაილის მანდატი შეუჩერა

  • მსოფლიო
  • 11.12.2022
  • 22:33
ევროპარლამენტმა კორუფციული გამოძიების გამო ვიცეპრეზიდენტ ევა კაილის მანდატი შეუჩერა

ევროპარლამენტმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატართან დაკავშირებული კორუფციული გამოძიების გამო ვიცეპრეზიდენტ ევა კაილისთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ, „გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ყველა უფლებამოსილება, მოვალეობა და ამოცანა, რაც დაკისრებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს,“ განაცხადა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა.

კაილი, რომელიც საბერძნეთს წარმოადგენს, მექრთამეობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ბელგიაში 9 დეკემბერს დააკავეს რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილთან ერთად.

როგორც მედია იტყობინება, კაილი და სხვა დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჩხრეკისას პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო.
ევა კაილი, რომელიც ასევე საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი იყო, პარტიიდან გარიცხეს. PASOK-მა ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად კორუფციის ბრალდება დაასახელა.

ევა კაილი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კატარის შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას იკვლევდნენ. კაილი იმყოფებოდა კატარში, რის შემდეგაც იქ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა, მიუხედავად საერთაშორისო ინსტანციების არაერთი განცხადებისა კატარში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას მუშების უფლებების დარღვევის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge