png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთში დაპატიმრებული კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრეში გაცვალეს

  • მსოფლიო
  • 08.12.2022
  • 17:47
რუსეთში დაპატიმრებული კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრეში გაცვალეს

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით იყო დაპატიმრებული, რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრელებული ცნობით, ბუტი უკვე რუსეთში დაბრუნდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცვლა აბუ-დაბის აეროპორტში შედგა.

გრაინერი თებერვალში შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.

სასამართლომ გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიქტორ ბუტი ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრეა. 2008 წელს ის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით ამერიკელმა სამართალდამცავებმა დაიჭირეს, 2012 წელს ბუტს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი ზედმეტსახელია "სიკვდილით მოვაჭრე". 2005 წელს ბუტის ბიოგრაფიის მიხედვით ფილმი "იარაღით მოვაჭრე" გამოვიდა, რომელშიც ბუტის პროტოტიპის როლი ნიკოლას ქეიჯმა შეასრულა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge